„პონტუს გონიო“ არის დეველოპერული კომპანია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ზღვისპირა კურორტ გონიოში აშენებს ცნობილი არაბული ბრენდი ROTANA-ს პირველ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს – Pontus Rotana Resort & Spa-ს.
კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სასტუმროს მართვას კი უზრუნველყოფს Rotana Hotel Management Corporation PJSC, რომელიც თავის დამსვენებლებს მუდმივად სთავაზობს აღმოსავლური სტუმარ-მასპინძლობისთვის დამახასიათებელ განუმეორებელ და დაუვიწყარ დასვენებას.
Rotana არის სასტუმროების მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც ფლობს სასტუმროებს შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, ევროპასა და თურქეთში. მის პორტფელში შედის 100-ზე მეტი ობიექტი მსოფლიოს 36 ქალაქში. როტანას სახელის ქვეშ კი გაერთიანებულია სასტუმროების ექვსი ქვებრენდი: Rotana Hotels & Resorts, Centro Hotels by Rotana, Rayhaan Hotels 8 Resorts by Rotana, Arjaan Hotel Apartments by Rotana, Edge by Rotana და The Residences by Rotana.
ჩვენი მახასიათებლებია:
- პირველი შუა აღმოსავლეთის სასტუმრო საქართველოში
- გამოცდილება და სანდოობა
- საუკეთესო ინვესტიცია