Skip to content Skip to footer

ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე ვებ-გვერდი წარმოადგენს  სს „პონტუსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445653588; შემდგომში -კომპანია ან/და მონაცემთა დამმუშავებელი- ს/ნ: 445664255); მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 29; ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50; ელ ფოსტა: [email protected]) საკუთრებას. კომპანია თავად არეგულირებს ვებ- გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს. ვებ-გვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის / მომსახურების გამოყენებით, ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების დაფიქსირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ვებ-გვერდის გამოყენების წესებს და პირობებს. წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები ან/და განახლებული წესები და პირობები დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე.

შეგროვებული ინფორმაცია

წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების პროცესში, ჩვენი მომხმარებლების შესახებ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, დაინტერესების სფერო, საქმიანობის სფერო ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ემსახურება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის, სერვისის, პროდუქტის მოწოდებას ან/და მომსახურების გაწევას (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას).

ინფორმაციის გამოყენების მიზანი

ჩვენი მომხმარებლების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენთან ურთიერთობისთვის;
  • თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან/და თქვენთან თანამშრომლობის დამყარების მიზნით;
  • ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, ჩვენი კომპანიის
    შესახებ ცნობადობის გაზრდის, ჩვენი ბიზნეს საქმიანობის განვითარების მიზნით;
  • ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლების / პოტენციური მომხმარებლების მოსაზრების, რჩევებისა და
    რეკომენდაციების მიღებისა და დამუშავების ასევე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;
  • მომხმარებელთა პრეტენზიებსა და საჩივრებზე რეაგირების მიზნით;
  • ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, მისი გაადვილების,
    კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის, კომპანიაზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების) მიზნით.

კომპანიის მიერ მომხმარებლებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და წესით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. კერძოდ:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ; რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • რა არის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
  • ასევე საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები: თქვენი პერსონალური ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებების რეალიზება, მათ შორის უარი განაცხადოს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, თანხმობის გამოხმობის (უარის) შემთხვევაში კომპანია, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 07 სამუშაო დღისა შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებას.