ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმება შედგა – პონტუს დეველოპმენტი Rotana-ს ოფიციალური პარტნიორია
პონტუს კაპიტალის შვილობილ კომპანიას, პონტუს დეველოპმენტსა და Rotana-ს ბრენდს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. ბათუმსა და გონიოში ფართომასშტაბიანი მშენებლობა უკვე დაიწყო, რაც, თავის მხრივ, სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის მომავალი პროექტების განვითარებისთვის.
ამ შეთანხმების ფარგლებში პირველი პროექტი იქნება Pontus Rotana Resort & Spa, რომელიც უნიკალური პროდუქტია ქართულ ბაზარზე. 2027 წელს დაგეგმილი საზეიმო გახსნის შემდეგ, გვჯერა, მნიშვნელოვნად შეიცვლება სასტუმრო ინდუსტრია საქართველოში. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, დახვეწილი სერვისი და საოცარი კულინარიული თავგადასავლები არავის დატოვებს გულგრილს.
5-ვარსკვლავიან სასტუმროში გათვალისწინებულია 600-ზე მეტი ნომერი, მორგებული სხვადასხვა ტიპის ოჯახსა თუ საჭიროებებზე. Rotana-ს ბრენდისთვის ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.
ამასთან ერთად, Pontus Rotana Resort & Spa საუკეთესო შეთავაზებაა იმ ინვესტორებისთვის, ვინც აპირებს ინვესტირებას უძრავი ქონების ინდუსტრიაში. ეს პროექტი იქნება უწყვეტი შემოსავლის წყარო, Rotana-ს ბრენდი კი ინვესტიციის წარმატების გარანტიაა.
ეს თანამშრომლობა სათავეს დაუდებს ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.