Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გონიოში: Pontus Rotana Resort & Spa

პონტუს კაპიტალი ერთ-ერთი წამყვანი ქართული ჰოლდინგია, რომელიც კარგადაა გამოცდილი დეველოპმენტსა და ტურისტულ სექტორში. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პროექტია Pontus Rotana Resort & Spa, უმაღლესი ხარისხის სასტუმრო გონიოს პლაჟზე. პროექტი ხორციელდება გაერთიანებულ არაბთა საამიროს PJSC კორპორაციასთან ერთად.

მდებარეობა და პირობები

Pontus Rotana Resort & Spa მდებარეობს გონიოს პლაჟის პირველ ზოლზე, ბათუმის ცენტრიდან აქ მოსასვლელად მანქანით სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ.

გონიოს პლაჟი ცნობილია სუფთა წყლით, საოცარი პეიზაჟებითა და გონიო-აფსაროსის ისტორიული ციხით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ციტადელია საქართველოში. 4.5 ჰექტარზე მოწყობილი კომპლექსი გვთავაზობს მშვიდ გარემოსა და თვალწარმტაც ხედებს როგორც ზღვაზე, ასევე მთებსა და მწვანე პეიზაჟებზე. სასტუმროს ექნება კერძო პლაჟი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ზღვას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მანქანით 7-იოდე წუთიც საკმარისია, აქვეა თურქეთის სახელმწიფოს საზღვარი და ტურისტული პუნქტები მოგზაურებისთვის. 

pontus-rotana-project
pontus-rotana-5star-project

ბიზნესისა და ინვესტიციების მიმოხილვა

საქართველოში იდეალური კლიმატია საინვესტიციო იდეებისთვის, სწორედ ამიტომაცაა ასეთი ინტერესი ქვეყნის მზარდი ბაზრის მიმართ. საქართველო მაღალ ადგილს იკავებს საერთაშორისო ბიზნესის ინდექსებში, მათ შორისაა: მსოფლიო ბანკის ბიზნესის მართვის სიმარტივის ინდექსი და Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი.

პონტუს კაპიტალისა და როტანას თანამშრომლობა ორივე მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Pontus Rotana Resort & Spa იქნება სრულიად ახალი გამოცდილება საქართველოს ბაზრისთვის. პროექტის განხორციელებისთვის 45 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი და იგეგმება მსოფლიო დონის სივრცეების მოწყობა, აქ განთავსდება დახვეწილი რესტორნები, საცურაო აუზები, ფიტნეს ცენტრი თუ საკონფერენციო დარბაზები.

როტანას ბრენდი 1992 წელს შეიქმნა და მას შემდეგ გამოირჩევა მზარდი წარმატებით ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და თურქეთში. ამ ბიზნესის შთამბეჭდავ პორტფოლიოში 100-ზე მეტი კომპლექსია, მათ შორისაა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები და აპარტ-ოტელები. როტანასთვის ეს პროექტი განსაკუთრებულია, ვინაიდან ეს მათთვის პირველი ევროპული ინვესტიციაა. 

პონტუს დეველოპმენტი არის გამორჩეული დეველოპერული კომპანია ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ბრენდის წარმატებული პროექტები აქტიურად იზიდავს უცხოელ ინვესტორებს, სასტუმროებსა თუ ტურისტულ კომპანიებს. პონტუს კაპიტალი ეპატიჟება ბიზნესებს, რათა ჩადონ ინვესტიციები საქართველოს მზარდ ეკონომიკაში, რომლის ზრდაშიც დიდ წვლილს შეიტანს Pontus Rotana Resort & Spa.