Skip to content Skip to sidebar Skip to footer

Pontus Rotana Resort & Spa: 5-ვარსკვლავიანი კომპლექსი გონიოში

pontus-capital

პონტუს დეველოპმენტმა უკვე დაიწყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გონიოს პლაჟზე. Pontus Rotana Resort & Spa იქნება რეგიონში ყველაზე დიდი და მასშტაბური სასტუმრო, რომელსაც იდეალური სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 7 წუთის სავალზეა, ბათუმის ცენტრიდან აქ მოსახვედრად კი მხოლოდ 15-იოდე წუთი დაგჭირდებათ. ამასთან, თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან სასტუმრომდე მანქანით მოსასვლელად 10 წუთიც საკმარისია.

600-ნომრიანი Pontus Rotana Resort & Spa არის სართაშორისო ბრენდ Rotana-სა და ქართული პონტუს კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. სასტუმროს დასრულება და საზეიმო გახსნა 2027 წლისათვის იგეგმება.

Pontus Rotana Resort & Spa განსაკუთრებულ მახასიათებლებს ატარებს:

  • ესაა პირველი კომპლექსი შუა-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან;
  • ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩადონ ინვესტიციები დიდი გამოცდილების საერთაშორისო ბრენდში;
  • პროექტის საერთო ღირებულება 45 მილიონი დოლარია, ხოლო ჯამური ტერიტორია 25, 600 კვადრატულ მეტრს შეადგენს;
  • სასტუმროს ექნება 600 ნომერი, რომელთა საშუალო ფართობი 42.7 კვადრატული მეტრია.
Pontus-Rotana
Pontus-Rotana

ამ ყველაფერთან ერთად, სასტუმრო შემოგვთავაზებს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს: რესტორნებს, დახურულ და ღია აუზებს, მასაჟის ზონასა და სპას, ჰამამს, ფიტნეს-ცენტრს, საკონფერენციო დარბაზებს, საპარკინგე ზონას, საბავშვო ზონას, ვერანდას სახურავზე და კერძო პლაჟს.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულება ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების საფუძველი შეიძლება გახდეს.  Pontus Rotana Resort & Spa პონტუს დეველოპმენტისთვის განსაკუთრებული პროექტია, თუმცა კომპანია გეგმავს, განახორციელოს კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ამ სექტორში.